ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: საქართველო Sinopharm-ის 100 000 დოზას საჩუქრად მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ 11 სექტემბერს საქართველოში Sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვა და რეგისტრაცია ორშაბათიდან, 13 სექტემბრდიან დაიწყება.

მისივე თქმით, ვაქცინების დოზები წითელმა ჯვარმა საქართველოს საჩუქრად გადასცა.

"მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა სინოფარმს საჩუქრად მივიღებთ შაბათს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან სინოფარმით განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია და ჩვენს ასევე ვრჩებით ფართო ასორტიმენტით ვაქცინების მიწოდების კომპონენტში". - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ 

დღეს, 8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 449 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 668 ადამიანი.    

კომენტარები