კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 571 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.73%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 449 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 668 ადამიანი.    

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.73%-ია, ბოლო 7 დღის - 7.69%, ბოლო 14 დღის - 8.69%.  

2 571 ახალი შემთხვევიდან თბილისში 918 დადასტურდა, აჭარაში - 224, იმერეთში - 414, ქვემო ქართლში - 195, შიდა ქართლში - 172, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 204, კახეთში - 242, მცხეთა-მთიანეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 570 493 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 527 337 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 977 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 35 153 აქტიური შემთხვევაა.  

1 512 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 654 მკურნალობს, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 380 ადამიანია,  მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები