კეზერაშვილის საქმე

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

AFP.com

ფორმულას ინფორმაციით, ტელეკომპანიის დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფორმულას ცნობით, მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია.

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება განაახლა 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

"3 წლის წინანდელი საქმის ახლა დანიშვნა და განხილვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვას არაფერს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შალვა თადუმაძე 2017 წელს პროკურატურას ხელმძღვანელობდა და გენერალური პროკურორი იყო, დღეს უკვე ამ საქმეში გვევლინება მოსამართლედ, რომელმაც უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებამ, რა პოზიციაც იმ პერიოდისთვის პროკურატურას ჰქონდა". – თქვა გელხაურმა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები