კორონავირუსი და შეზღუდვები

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს დასწრებით ფორმატში დაიწყებენ, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წინა სემესტრის მსგავსად, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები