არჩევნები 2021

წერეთელი: ხელისუფლება EU-ს დახმარებაზე უარს ამბობს, მაგრამ ბელარუსის КГБ-სთან თანამშრომლობს

როდესაც ვლაპარაკობთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, მართლაც არის ეს ალბათ ისტორიული და ეპოქალური არჩევნები, არ გადავამეტებ ამას, იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ამ შედეგებით წყდება ბედი იმისა, თუ როგორ ივლის საქართველო. გვეყოლება ჩვენ ხელისუფლება, რომელიც კორუფციით, უნიათობით, არაეფექტური მუშაობით, ერთ კაცზე ჩამოკიდებული გადაწყვეტილებებით და პანდემიის ცუდი მართვით, თუ იქნება ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხთან, გაითვალისწინებს ხალხის მოსაზრებას, რომელიც არ დახარჯავს მილიონებს ბილბორდებში, როდესაც ათი ათასობით ადამიანი შიმშილობს და დიდ ქალაქებში და სადაც არის უფასო სასადილოები რიგში დგას. როდესაც ამაზე ვლაპარაკობ და მეტიც, იმაზე, რომ საით მიდის საქართველო, ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, მაგრამ ბელორუსის КГБ-ს უფორმებს შეთანხმებას და მასთან თანამშრომლობს, ამიტომ, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ გვინდა გაუმჯობესება, ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ და ეს უნდა მოიგოს ერთიანმა ოპოზიციამ.

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე გიგი წერეთელი ფოთში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს.

კომენტარები