გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობისა, როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის თუ შეცდომის და გადაცდომის შემდეგ. ჯერ ერთი მას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე, რომ მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
ღარიბაშვილი გახარიაზე: არავინ იყო, ჩააცვეს, ასწავლეს და დღეს უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს
tbl.ge/5odf
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე. გახარიამ 3 სექტემბერს TV პირველის ეთერში თქვა, რომ ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა და მან თავდაცვის მინისტრად დანიშნა.
ამავე თემაზე
- ჰარცელი: ვგმობ წინასაარჩევნოდ ძალადობის ფაქტებს, მხარეებმა გამოიჩინონ თავშეკავება
- ხოშტარია: ქართულ ოცნებას აქვს შანსი, მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან
- ხოშტარია რიჟვაძეზე: რა პალმაზეა საუბარი, უამრავი ადამიანი დავკარგეთ, ხალხი შიმშილით კვდება
- კობახიძე გახარიაზე: [კოკაინის მოხმარების] პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა
- კუჭავა: რეგიონების პოტენციალზე საუბრისას, ასპინძაზე პირველ რიგში ტურიზმი გვახსენდება




