არჩევნები 2021

პრემიერი: გლდანის ციხეში, რომელიც ჯალათებით იყო სავსე, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ

ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება ქართული ოცნება ნაცმოძრაობისგან და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ქართული ოცნება ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები