პარტია საქართველოსთვის

გახარია: ოცნება ნაწილებად დაიშლება – იქ ვნახავთ, ვინ იქნება ღირსეული, რომ კოალიცია შევქმნათ

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით რადიკალიზმი. ეს რადიკალიზმი ოცნებისეული იქნება თუ ნაცებისეული იქნება, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში რადიკალიზმი ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას და ამიტომ მე ვთქვი, რომ თანამშრომლობა აქ ჩვენთვის მიუღებელია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბრძოლას გავაგრძელებთ გამარჯვებისთვის. ოცნება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება. ოცნება ნებისმიერი შემდგომი არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და, დიდი ალბათობით, დაიშლება სხვადასხვა ნაწილებად. იქ ვნახავთ, ვინ იქნება უფრო ღირსეული იმისთვის, რომ შევუქმნათ [კოალიცია]

ასე პასუხობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდარი, გიორგი გახარია ტელეკომპანია პირველის კითხვას - იმ შემთხვევაში, თუ ხმები დასჭირდებათ, ქართულ ოცნებას შეუქმნიან კოალიციას თუ ოპოზიციას. 

კომენტარები