გახარია-ივანიშვილი

გახარია: ივანიშვილს აქვს უზარმაზარი დამსახურებები ქვეყნის წინაშე

ბიძინა ივანიშვილს აქვს უზარმაზარი და მნიშვნელოვანი დამსახურებები ამ ქვეყნის წინაშე და ამის არდანახვა იქნება უბრალოდ არასწორი, არაეთიკური.

[...] ბიძინა ივანიშვილს აქვს ძაან დიდი წვლილი შეტანილი ამ ქვეყანაში, ბევრ რამეში, ამიტომ ამის არდანახვა არ შეიძლება, ეს არის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ბევრი საკუთარი რისკის ფასად, გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ერთეულებსაც გაუჭირდებოდათ და ეს ფაქტია, რაც მოხდა ამის მერე, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ დღეს ამ ადამიანმა თქვა, რომ მე გავიწიე, აღარ ვარ პოლიტიკაში და აგერ, მიხედეთ ქვეყანას, ჩემთვის ეს მოცემულობაა.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, TV პირველის ეთერში.

კომენტარები