არჩევნები 2021

პრემიერი: ტყიბული გამორჩეულია სილამაზით და უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით

ტყიბულში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი მართლაც გამორჩეულია თავისი სილამაზით, თავისი არაჩვეულებრივი  ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, მადლიერება და სოლიდარობა გამოვხატო მათ მიმართ, განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მე მათ ვუთხარი, გადავუწყვიტეთ ადგილზე საკითხები და ერთერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მერობის კანდიდატის წარდგენისას ამჯერად ტყიბულის ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს.

კომენტარები