კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ტყუილია, რომ მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან, არ ვიცი, რატომ ძაბავენ ხალხს

ზოგადადაც გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი, ჩვენდა საბედნიეროდ, ამ კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ჰანმეთელდება, ეწერება კლინიკიდან, ისე არ არის, რომ თუ კოვიდმძიმე პაციენტის რეანიმაციაში მოხვდება, ის ვერ გავა რეანიმაციიდან. ეს არის ცრუ, არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ აწყობს და რატომ ძაბავს მოსახლეობას. 

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გაგვაჩნია 5.1 პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტები გვეღუპებოდნენ იმის გამო, რომ დგებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ კოვიდ 19-ით მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, ეს არის სიცრუე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 86 პაციენტი გარდაიცვალა. მხოლოდ აგვისტოს თვეში - 1 631.

კომენტარები