არჩევნები 2021

პრემიერი: საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, ქვეყნის მართვის უნარი გვაქვს

ახლა ჩვენ ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის [...] ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს  სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების შეტანა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა და მეტი პროგრესი – აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუთავებელი, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური ბატალიები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან მოწოდებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომ შეგვწევს უნარი, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხს ვუპატრონოთ და მოვემსახუროთ ჩვენს ძვირფას ერს და ხალხს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები