არჩევნები 2021

მეზვრიშვილი გლდანში, ქემოკლიძე სამგორში – გახარიამ სია და კანდიდატები წარადგინა

პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატები დაასახელა, ასევე, წარადგინა თბილისის საკრებულოს პარტიული სია და დედაქალაქის მაჟორიტარი კანდიდატები. მან საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები:

  • ლევან დოლიძე, პარტიის საგარეო მიმართულების მრჩეველი, დიპლომატი, 
  • ზაზა თავაძე -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და თავმჯდომარე.
  • სალომე კობალაძე -  თსუ-ს კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სატრანსპორტო სისტემების მართვის სპეციალისტი.
  • გიორგი შარაშიძე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ჟურნალისტი და გიორგი გახარიას თქმით, "რაც მთავარია, თბილისისთვის ძაან კარგად ცნობილი სახე".
  • დავით ფარცვანია, სამართლის მაგისტრი, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორი, სამეგრელოს ყოფილი ვიცეგუბერნატორი, "ახალი ფორმაციის, ახალი თაობის პოლიტიკოსი".
  • თამარ (ტატა) ხვედელიანი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი.
  • ეკატერინე ვეფხვაძე, გიორგი გახარიას თქმით, მან "სამეწარმეო საქმიანობაში დააწესა სტანდარტი, როგორ უნდა იყოს თანამედორვე ქართველი ქალი სოფლის მეურნეობის დარგში, ის გახდა არაერთი ქართველი ფერმერის ინსპირაციის წყარო".
  • მალხაზ მჭედლიშვილი - ეკონომისტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • საბა ჯიქიძე - პარტიის ახალგაზრდული მდივანი, "ახალი თაობის და ახალი ფორმაციის კიდევ ერთი პოლიტიკოსი".
  • გიორგი სოსელია, მორაგბე, სარაგბო კლუბ არმაზის პრეზიდენტი;
  • თიკო თვალაძე. გიორგი გახარიას თქმით, "თიკო იყო სიმბოლო 2011-2012 წლებში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია, რომ თიკო ჩვენთან ერთად იბრძვის".
  • გიორგი კიკნაველიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პარტიაში ანტიკორუფციულ თემებს კურირებს.
  • ზაურ რეხვიაშვილი - გიორგი გახარიას თქმით, "ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი თბილისელი კაცი", მეცნიერებათა კანდიდატი ენერგეტიკის დარგში, იურისტი, ინმჟინერი.
  • ქეთევან ბაკარაძე -  ექიმი
  • ვატო ფაჩულია - გიორგი გახარიას თქმით, ის არის "კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, საჯარო სექტორსა და ბიზნესსექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით".

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები:

  • სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი; 
  • ისანი - დავით გოგიძე, ინჟინერი, ეკონომისტი და გიორგი გახარიას თქმით, "ისანში ძაან კარგად ცნობილი ადამიანი".
  • კრწანისი - ზურაბ რეხვიაშვილი.
  • მთაწმინდა - ვახტანგ (ვატო) გვაზავა, ექიმი, რაგბისტი.
  • ვაკე - მერაბ მაჭავარიანი, ბიზნესმენი.
  • ჩუღურეთი - რუსუდან თევზაძე, განათლების და კულტურის სფეროს სპეციალისტი.
  • დიდუბე - გიორგი ქაჯაია, "დიდუბელი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს დიდუბელებთან".
  • საბურთალო - მიხეილ ნაბიჯაშვილი, ეკონომისტი.
  • ნაძალადევი - გალაკტიონ ღუდუშაური, გიორგი გახარიას თქმით, მას "საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილება" აქვს.
  • გლდანი - ნათია მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი.

რეგიონებში მერობის კანდიდატები:

  • რუსთავი - ბექა ლილუაშვილი.
  • ბათუმი - ირაკლი მიქელაძე.
  • ოზურგეთი - გია ცეცხლაძე.
  • ლანჩხუთი  - ელგუჯა კალანდარიშვილი.
  • ჩოხატაური - პაატა ბერიშვილი.
  • ქუთაისი - გიორგი გოგუაძე.
  • ხარაგაული - ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი.
  • ზესტაფონი - ლაშა ცხადაძე.
  • ბაღდათი - ლადო ვარძიელი.
  • ჭიათურა - უსუპ (უტა) ბიწაძე.
  • ტყიბული - სანდრო სახვაძე.
  • წყალტუბო - რუსუდან სილაგაძე.
  • თელავი - გიგა ორკოტაშვილი.
  • ყვარელი - გიორგი გიგილოშვილი.
  • მცხეთა - ანა ბუჩუკური.
  • თიანეთი - თამაზ იარაჯული.
  • დუშეთი - თენგიზ ჟამუტაშვილი.
  • ყაზბეგი - გიორგი გომიაშვილი.
  • ამბროლაური - ფარნაოზ ბაკურაძე.
  • ონი - იმედა მეშვილდიშვილი.
  • ცაგერი - ბესარიონ ბენდელიანი.
  • ლენტეხი - ჯამლათ გვიდიანი.
  • ზუგდიდი - გეგა შენგელია.
  • აბაშა - ავთანდილ ბოკუჩავა.
  • სენაკი - გიორგი სიჭინავა.
  • მარტვილი - ლაშა ლეკიშვილი.
  • ხობი - ბადრი ჯობავა.
  • წალენჯიხა - ხვიჩა მებონია.
  • ჩხოროწყუ - შენგელი ჯიქია.
  • ფოთი - გიორგი აფსარიძე.
  • მესტია - მალხაზ უდესიანი.
  • ახალციხე - გიორგი არველაძე.
  • გორი - კონსტანტინე ანანიაშვილი.
  • ქარელი - ვახტანგ გოგიჩაიშვილი.
  • კასპი - გიორგი ბესტავაშვილი.
  • ხაშური - ზვიად ტეფნაძე.

კომენტარები