პოლიტიკური კრიზისი

ხაბეიშვილი: სანქციების დაწესებასაც ველოდები და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში იქნება

პირველი სანქციაა ფაქტობრივარ. არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, როცა დახმარებაზე უარს ამბობს ევროკავშირი და გეუბნება პირდაპირ რომ შენ სასამართლოს მიმართულებით პრობლემა გაქვს, დემოკრატიის, თავისუფლების მიმართულებით და ჩვენს შენს დახმარებაზე ამის შეუსრულებლობის გამო ვამბობთ უარს. რაც შეეხება სანქციებს, მე უკვე სანქციებსაც ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უახლოეს პერიოდში იქნება. 

ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი TV პირველთან საუბარში ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები