კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 915 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.94%-ია

Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 ტესტი და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 929 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან თბილისში 727 გამოვლინდა, აჭარაში - 247, იმერეთში – 180, ქვემო ქართლში – 88, შიდა ქართლში – 140, გურიაში – 72, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 171, კახეთში – 174, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 017, საიდანაც 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 864 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 38 493 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 660 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 545 033 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 329 და გამოჯანმრთელდა 488 661 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები