დროა

ზუგდიდში დროას ოფისი დააზიანეს

ზუგდიდში, პარტია დროას ოფისი დააზიანეს. პარტიის წარმომადგენლის თქმით, ოფისის ვიტრინაზე დახვდათ შეურაცხმყოფელი წარწერები, კარებზე გაკრული სტიკერები კი დაზიანებულია. 

"ოფისის შემოსასვლელის კარებზე დაგვხვდა შეურაცხმყოფელი წარწერები, ასევე ფანჯრებზეც, დაზიანებულია პლაკატი, ალბათ, ცდილობდნენ ახევას და ვერ შეძლეს, არის დაკაწრული. მივეჩვიეთ უკვე ამ ყველაფერს, დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ვართ და ვიცით, რომ პოლიციაც უმოქმედოდ იქნება". – ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდში, მარიამ სიჭინავა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ. 

მასალა ახლდება. 

კომენტარები