კრიმინალი

სამების ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სატელიტურ მანქანას ფარები და სარკე აქვს დაზიანებული. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები