არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ფოთი გაურყვნელ ადამიანს ირჩევს, მეორე მხრივ, არის დეგრადირებული გიგი უგულავა

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა". – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავაზე.

"მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, ვინ უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს - ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ნათქვამი არის, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან, ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე.  მე ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ მოდის ფოთში?". – ამბობს ღარიბაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარ Facebook გვერდზე უპასუხა:

"ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის "დამიმტკიცეთ" რომ "პარტიული ნიშნით" ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. სტრასბურგს აუცილებლად მოგიგებთ. იქ მურუსიძე ვერ გიშველით. ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს. ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი". – წერს გიგი უგულავა.

კომენტარები