ვაქცინაცია

დეკანოზი ევდემოზი: კლინიკაში ბლუთუზმა უცხო კოდები ამოაგდო, გამახსენდა – აცრილების კოდებია

გუშინ ბავშვი მყავდა ჩაყვანილი პოლიკლინიკაში ექიმთან, რიგი იყო და სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, ჩავრთე ტელეფონი და ჩავრთე ბლუთუზი და ვნახე, რომ ამომიგდო რაღაც უცხო კოდები, გამიკვირდა, რა კოდები უნდა იყოს-მეთქი და მერე გამახსენდა, ინტერნეტში იდო, რომ ეს კოდი არის ის, რომ აიცრება ადამიანი და იჩიპებაო. შევხედე, მე თვითონ არ ვიცოდი ჯერ, მერე მივედი სახლში, არ ვიცი ვინ იყო პოლიკლინიკაში აცრილი, ვინ არ იყო, სახლში ერთი ოჯახის წევრია აცრილი და ჩავრთე ბლუთუზი და ამოაგდო ორი კოდი - ჩემი ოჯახის წევრის და მეზობლის, რომელსაც შევეკითხე – აცრილი თუ ხართ-თქო და კიო, ავიცერი რამდენიმე დღის წინო და ვაჩვენე - ორი კოდი ამოაგდო, ალბათ, თქვენია მეთქი. 

სხალთის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი ევდემოზი, ვაქცინაციაზე საუბრისას, ანტივაქსერულ და ანტისამეცნიერო განცხადებებს აკეთებს. 

კომენტარები