კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ამ ეპიდსიტუაციით დასწრებით სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ

დღევანდელი ეპიდსიტუაციით, რა მაჩვენებლებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა.  დადასტურდა ინფიცირების 5 924  ახალი შემთხვევა. 

კომენტარები