მსოფლიო ჩემპიონატი 2022

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, საქართველო – კოსოვო, უმაყურებლოდ გაიმართება

GFF

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები კოსოვოს წინააღმდეგ მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება. 

B ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო არიან. ვილი სანიოლის გუნდმა აქამდე სამი შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო და ბოლოსწინა ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 7 ქულით ესპანეთია, მეორე ადგილზე შვედეთი – 6 ქულით, მესამე ადგილზე საბერძნეთი – 2 ქულით, ბოლო ადგილზე კი კოსოვო – 0 ქულით.

კოსოვოს შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 11 ნოემბერს კი – შვედეთის ნაკრებს. 

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით, შეზღუდულია.

კომენტარები