მსოფლიო ჩემპიონატი 2022

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხა.

ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები 27 ქულით თად მაკფადენი და 23 ქულით გიორგი შერმადინი იყვნენ, მათ გარდა 10 ქულიან ნიშნულს კიდევ 2 კალათბურთელი გადაცდა - 16 ქულა მოაგროვა თორნიკე შენგელიამ, ხოლო 11 ბექა ბურჯანაძემ.

საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინის გარდა ჯგუფში ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია არიან. 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები