ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება. ასეთია მსოფლიო გამოცდილება.

ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საქართველოში ორჯერადად აცრილი მოქალაქის Covid 19-ით გარდაცვალებაზე.

კომენტარები