COVID-19

FDA-მ PFIZER-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

დღეს, 23 აგვისტოს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

FDA წერს, რომ ადმინისტრაციამ Pfizer-ის ორი დოზის გამოყენება 16 წლიდან ასაკის პირებში დაამტკიცა, თუმცა, ამავდოულად, Pfizer-ი გააგრძელებს გადაუდებელი გამოყენების სტატუსითაც (EUA) ხელმისაწვდომობას 12-დან 15 წლამდე ბაშვებისა და ბუსტერული დოზების შემთხვევაში.

გადაუდებელი გამოყენებისთვის Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მას შემდეგ Pfizer-ის 200 მილიონ დოზაზე მეტი ამერიკაში უკვე გამოიყენეს, ხოლო მსოფლიოს გარშემო ასობით მილიონი დოზა უკვე ადმინისტრირებულია.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც  სრული ავტორიზაცია მიიღო. 


საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია ივლისში დაიწყო. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია პორტალიდან https://booking.moh.gov.ge/

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405. 

ასევე მუშაობს ვაქცინაციის პუნქტები, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ აცრა:

კომენტარები