არჩევნები 2021

მანჯგალაძე: კანდიდატს თვის ბოლოს წარვადგენთ ევროპული ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია გვეცოდინება თვის ბოლოს. ჩვენ თვის ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას. ევროპული ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გვექნება პრეზენტაცია. ამის მერე მაჟორიტარ კანდიდატებს წარვადგენთ მალევე და რეგიონებშიც იმავე წარდგენებს გავაკეთებთ. სწორედ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, რომ ბევრი ხმა უნდა მიიღოს საერთო ოპოზიციამ, ამიტომ ჩვენ ყველგან მოგვიწევს კანდიდატების წარდგენა. იქნება გამონაკლისებიც, რაიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, სად შეიძლება თანამშრომლობა.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები