ქართული ოცნება

GMC: ბოლნისში ოცნების მერობის კანდიდატის სიძემ ტენდერების 69% უკონკურენტოდ მოიგო

ბოლნისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, დავით შერაზადიშვილის სიძემ ტენდერების 69% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, დავით შერაზადაშვილის სიძეს მხოლოდ ბოლნისიდან 3 მილიონ ლარზე მეტის, ჯამში კი 4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია დევეპლიუსმა 37 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და აქედან 32-ში გაიმარჯვა, საიდანაც 26 ტენდერი 2014 წლიდან მოიგო – მას შემდეგ, რაც შერაზადაშვილი ბოლნისის გამგებლის მოადგილე გახდა. GMC-ის ცნობით, შერაზადაშვილის სიძის კომპანიის მიერ მოგებული 32 ტენდერიდან 22 კორუფციის რისკის ქვეშ, უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ოცდაორივე ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები