COVID-19

პაპი ფრანცისკე ყველას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს

CNA/ Daniel Ibáñez

პაპმა ფრანცისკემ 18 აგვისტოს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ყველას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდა.

"ღვთის წყალობითა და მრავალი მუშაობის შედეგად, ახლა ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც COVID-19-სგან დაგვიცავს. ისინი ჩვენ იმედს გვაძლევენ, რომ პანდემია დასრულდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ასე, თუ ის ყველასთვის მისაწვდომი იქნება და ყველა ერთად ვიმუშავებთ". – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

"ვაქცინაცია მარტივი, მაგრამ დიდებული გზაა საერთო კეთილდღეობის მხარდასაჭერად და ერთმანეთზე, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადებზე ზრუნვისთვის. ღმერთს შევთხოვ, ყველამ მცირედი წვლილი შეიტანოს, ყველამ გამოხატოს სიყვარულის პატარა ქმედება". – დაამატა პაპმა ფრანცისკემ.

პაპი ფრანცისკეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრა 14 იანვარს გამოაცხადეს.

კომენტარები