ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბოლო წლებში დავამტკიცეთ, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ვართ

ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში.  

ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხალხი დაიღალა ომებით, დესტაბილიზაციით, მუდმივი არეულობით. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ ყველამ ერთად. ვნახეთ თითქმის ყველაფერი, მათ შორის,  ყველანაირი ხელისუფალიც გამოვდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხზე მზრუნველი მეურნე ხალხი და მმართველები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე. 

კომენტარები