ვაქცინაცია

ენმ რუსთავის მოსახლეობას ასაცრელ პუნქტებამდე მისასვლელად უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთავის მოსახლეობის ასაცრელ პუნქტებამდე მისასვლელად უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კირკიტაძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია ენმ-ის ცხელ ხაზზე დარეკოს ან "მედგიდის" Facebook ჯგუფის საშუალებით დაუკავშირდნენ და მოხდება მათი ტრანსპორტირება ასაცრელ პუნქტამდე და უკან.

"საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში, მათ შორის რუსთავშიც, მუნიციპალური ტრანსპორტი არის აკრძალული. ჩვენ მზად ვართ, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო პრობლემა შეექმნათ, რომ მივიდნენ ასაცრელ პუნქტებამდე, აღმოვუჩინოთ დახმარება. ჩვენ მათ ვუზრუნველყოფთ უფასო მიყვანით და სახლში დაბრუნებით, მთავარია, ისინი დაგვიკავშირდნენ ამ ტელეფონის ნომერზე, ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი. ასევე, მათ შეუძლიათ მედგიდის პლატფორმაზე facebook-ზე". – თქვა კირკიტაძემ

ცხელი ხაზი: 599 85 25 46

კირკიტაძის თქმით, ენმ მზად არის რუსთავის ყველა საავადმყოფოს და კოვიდით ინფიცირებულთა დახმარების პუნქტებს 100-მდე მოხალისით დაეხმაროს.

"მინდა, იცოდეს რუსთავის ყველა საავადმყოფომ და პუნქტმა, რომელიც აწარმოებს აცრას და კოვიდს, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი 100-მდე მოხალისით შევასრულოთ ყველა ის დავალება და მათი მოთხოვნა რაც არ მოითხოვს სპეციალურ გადამზადებას". – ამბობს კირკიტაძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 47 000-ზე მეტი ტესტი და დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.93%, ბოლო 14 დღის - 10.63%, ხოლო ბოლო 7 დღის – 11.14%.

დღეიდან, 17 აგვისტოდან პირბადის გამოყენება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

რა შეზღუდვები იქნება 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე – სრულად

კომენტარები