ვაქცინაცია

იმნაძე: აცრაზე უარის შემთხვევაში, ექიმს მოსთხოვეთ, ჩანაწერი გააკეთოს, რა მიზეზით ამბობს უარს

თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად მისაღები. არ არსებობს ეგეთი უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ყველა ამ ექიმს ჩატარებული აქვს ტრეინინგები და კიდევ, რომ რაღაცა მითიურ ალერგიებს იშველიებენ, ძალიან მიკვირს. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე და რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს და დამერწმუნეთ, რომ ამას მერე აღარ იტყვიან, იმიტომ, რომ ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერს იმას, რომ ბავშვობაში რადგანაც ჭინჭრის ციება ჰქონდა, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები