საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ იქონიებს

მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე. 

გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეცვალა. დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, რომ იტყვიან. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს, მუშაობს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა, კერძოდ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 
  • ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება.
  • არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. 
  • კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 

კომენტარები