კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით გვაქვს კრიტიკულად სერიოზული პრობლემები

მთავარია, გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და არჩევანი ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და დღეს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ფართო ხელმისაწვდომობა ყველა ვაქცინაზე და ყველა ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი.

საქართველოს მასშტაბით გვაქვს კრიტიკულად სერიოზული პრობლემები საწოლფონდთან დაკავშირებით. ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობით და მუდმივი მონიტორინგით შევეცდებით, რა თქმა უნდა, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192.

კომენტარები