კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: პანდემია არ დასრულდება წლის ბოლოს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდეს

ეს პანდემია გაგრძელდება, მეგობრებო, ეს არ დასრულდება წლის ბოლოს, ვინმეს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოში დასრულდება წლის ბოლოს – ასე არ იქნება. შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდეს, 2-3 წელს. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, რადგან დამოკიდებულები არიან ადამიანების ქცევაზე. ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს, ყველაზე გონივრული  – აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც იცრებიან ადამიანები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დამკვიდრდება მომდენო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე.

კომენტარები