სახალხო პარტია

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ქართულ ოცნებას ტოვებს და გოგაშვილის პარტიას უერთდება

ლევან ონიანი
TV პირველი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ქართულ ოცნებას ტოვებს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახალხო პარტიას უერთდება. 

მისივე თქმით, ის ფრაქცია ქართულ ოცნებას ტოვებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება, რადგან მიიჩნევს, რომ "ერთი წამითაც კი უღალატია იმ პრინციპისთვის, რითაც მოვიდა". 

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქართული ოცნება. ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა იმ საკადრო პოლიტიკამ, რომელსაც აწარმოებს დღეს ქართული ოცნება. სამწუხაროდ, დღეს ის რეალობა გვაქვს, რომ  სწორედ ის ადამიანები ბრუნდებიან სათავეში ქართულო ოცნების სახელით, რომლებსაც ჩვენ ვებრძოდით 2012 წელს. მინდა ვთქვა, რომ ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვერთიანდები სახალხო პარტიის ირგვლივ". - ეუბნება ონიანი TV პირველს. 

11 აგვისტოს სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა FACEBOOK-ზე დაწერა, რომ პოლიტიკაში მიდის და სახალხო პარტიაში ბრუნდება. 

კომენტარები