ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი

ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სიტყვა "პროგნოზირებადი" არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვილად გასაგები, აღქმადი ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი, მეწარმე, ფერმერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკაში, ქართული ოცნების წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის, წარდგენაზე.

კომენტარები