ბელარუსი

ლუკაშენკომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წლისთავზე 8-საათიანი პრესკონფერენცია გამართა

ალექსანდრ ლუკაშენკო
belta

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე პრესკონფერენცია მოაწყო, რომელიც 8 საათი გაგრძელდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნები ღიად ჩატარდა. არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შეფასებისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ პროტესტი არ იყო მშვიდობიანი, მასში ბევრი ადამიანი მონაწილეობა და ის მზად იყო, "წითელი ხაზის" გადაკვეთის შემთხვევაში, არმია აემოქმედებინა. ქვეყანაში არსებულ დაძაბულობაში ბელარუსის ლიდერმა დასავლეთი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბელარუსში რეპრესიები არასოდეს არ იყო და არც იქნება.

ლუკაშენკომ ასევე გაიხსენა გასულ წელს დაკავების იზოლატორში ბელარუს ოპოზიციონერებთან შეხვდა. ლუკაშენკოს იხსენებს, რომ მან ოპოზიციონერებს უთხრა, რატომ იყო კარგი, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. ლუკაშენკოს თანახმად, ხელისუფლებაში ყოფნისას მათ რომ პროტესტის დროს სისუსტე გამოეჩინათ, ახალი მსოფლიო ომი დაიწყებოდა, რადგან რუსეთი ბელარუსს არასოდეს დაკარგავდა.

ლუკაშენკო ბოლო პერიოდის მოვლენებსაც გამოეხმაურა. ბელარუსის ლიდერის თქმით, ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი, რომელიც Ryanair-ის რეისი მინსკში იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, პოლონეთის და ლიტვის შეგზავნილი იყო, ლუკაშენკოს კი ახალა მისი დაცვა უწევს.

ალექსანდრ ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა ბელარუსი ათლეტის კრისტინა ტიმანოვსკაიას საქმეს. ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ ტიმანოვსკაია კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა. ლუკაშენკოს თქმით, ტიმანოვსკაიას პოლონელები მართავენ.

პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტს "ძალიან მალე" დატოვებს და არ არის საჭირო "მარჩიელობა, როდის წავა ლუკაშენკო და ასე შემდეგ". თუმცა კონკრეტულად როდის დატოვებს თანამდებობას, ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები