კორონავირუსი და შეზღუდვები

10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანია, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში, ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის გავრცელება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს". – თქვა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.

პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 23 439 ტესტი და დადასტურდა 2 236 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 450 149 შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 6 128 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 403 762 ადამიანი.

კომენტარები