ნიკა გვარამია

გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე: საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებთან უწყების შენობიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ საკითხზე დამატებით დეტალების გამხელა არ შეუძლია და მისი გამოკითხვა სუს-ში ხვალ 4 საათზე გაგრძელდება.

"ამაზე მიმდინარეობდა გამოკითხვა. მე მეტის გამხელა არ შემიძლია ამ ეტაპზე  და საჭიროდაც არ ვთვლი, მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობა და მათ შორის, ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა". – ამბობს ნიკა გვარამია.

დღეს, 6 აგვისტოს, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, გვარამია საკუთარი სურვილით მივიდა უწყებაში.

კომენტარები