თვითმმართველობის არჩევნები 2021

კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა, წარმატება ვუსურვო თბილისს, ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და თავად ირჩევს წესებს, სადაც ქალაქელობა ნიშნავს გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე, სადაც კარგად იციან გულწრფელობისა და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი! წინ საერთო გამარჯვებისკენ! თბილისი კვლავ გაიმარჯვებს! მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნაზე. კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. 

კომენტარები