შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბოკუჩავა: განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება, გადადგან ჩვენმა პარტნიორებმა

ისინი [საერთაშორისო პარტნიორები] განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება, გამოიყენოს ევროკავშირმა, ისევე, როგორც აშშ-მ ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯზე [შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება] საპასუხოდ. ბუნებრივია, მე ამ შეხვედრის კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება, ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან იმისთვის, რომ ქართული ოცნების ივანიშვილის რეჟიმმა ცხადად დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ ევრო-ატლანტიკური კურსის შენარჩუნება საქართველოსთვის, რომელთან დაკავშირებითაც ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

კომენტარები