American Crime Story

კლინტონი-ლევინსკის სკანდალის შესახებ გადაღებული IMPEACHMENT-ის ტრეილერი გამოვიდა

Collider

სერიალი ანთოლოგიის, American Crime Story-ს ახალი, რიგით მესამე სეზონის, პირველი ტრეილერი გამოვიდა.

სერიალის მესამე სეზონი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სკანდალს, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის ინტერნის, მონიკა ლევინსკის სექსუალურ კავშირს ეხმიანება. პირველ პირს დაქვემდებარებულთან ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს ლევინსკიმ ურთიერთობა გაასაჯაროვა, რასაც სკანდალი და კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა მოჰყვა.

American Crime Story რაიან მერფის სატელევიზიო პროექტია, რომელიც რეალურად მომხდარ, გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიებს ასახავს. პირველი სეზონი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, ოჯეი სიმფსონის სასამართლო საქმეს, ხოლო მეორე სეზონი ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეძღვნება.

სერიალის მესამე სეზონში ლევინსკის როლს ბინი ფელდშტაინი, ბილ კლინტონის როლს კლაივ ოუენი, ხოლო ჰილარი კლინტონის როლს ედი ფალკო ასრულებს.

Impeachment მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები