კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ტყეში სეირნობისას ნუ ატარებთ პირბადეს, თუმცა 5 ადამიანი რომ სეირნობთ, გაიკეთეთ

ჩვენ ეპიდსიტუაცია სერიოზულად გვაქვს გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ, აქედან გამოსავალი არის ერთი – დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არსებობს. მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი იყოს და ბეჭედი ჰქონდეს დარტყმული?! ვატაროთ ყველამ პირბადე დახურულ შენობებში. ღია სივრცეში, როცა 5 ადამიანი ერთად ვიკრიბებით – გვქონდეს ყველას პირბადე, კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როცა ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, მაგრამ, თუ 5-7-8 ადამიანი ერთად სეირნობთ და  საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი, ჯერჯერობით, დამცველი საშუალება არაა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 670 შემთხვევა.

კომენტარები