თვითმმართველობის არჩევნები 2021

პრეზიდენტი: ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ზეწოლის, ძალადობის, მედიისთვის ხელის შეშლის გარეშე

წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო. დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიის საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკ ნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისკენ. ამას ელის ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა. ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება – ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას მიუძღვნა. 

კომენტარები