IRI-ის კვლევა

IRI: COVID-19-ზე მთავრობის რეაგირებით მოსახლეობის 60% კმაყოფილია, 37% – უკმაყოფილო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მთლიანობაში მოსახლეობის 60% კმაყოფილია Covid-19-ზე ხელისუფლების რეაგირებით, ხოლო 37% - უკმაყოფილო.

კვლევის კითხვაზე, "რამდენად ხართ Covid-19-ზე მთავრობის რეაგირებით კმაყოფილი" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 13% – ძალიან კმაყოფილი
  • 47% – ნაწილობრივ კმაყოფილი
  • 21% – ნაწილობრივ უკმაყოფილო
  • 16% – ძალიან უკმაყოფილო
  • 3% – არ ვიცი/უარი პასუხზე

IRI-ს კვლევის მიხედვით, Covid-19 მთავრობის რეაგირებით კმაყოფილება შემცირებულია 2020 წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით. 

Covid-19-ზე მთავრობის რეაგირებით 2020 წლის ივლისში მოსახლეობის 41% ძალიან კმაყოფილი იყო, 38% – ნაწილობრივ კმაყოფილი, 13% – ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო 7% – ძალიან უკმაყოფილო. (1% არ ვიცი/უარი პასუხზე)

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები