საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ქვეყანაში ყველაზე მთავარ პრობლემად ეკონომიკურ მდგომარეობას და უმუშევრობას ასახელებს. ამავე კითხვაზე, მოსახლეობის 45%-ისთვის ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ეკონომიკური პრობლემა, ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასებია ჩამოთვლილი. 22%-ისთვის კი ქვეყანაში მთავარი პრობლემა სიღარიბეა.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.