ტურიზმი

თურნავა: საქართველო რჩება სტუმართმოყვარე, მშვიდობიან ქვეყანად და ტურისტებიც ასე თვლიან

რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე, მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება და ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო, მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, დაგმობილია ჩვენგან, რადგან არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ  მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები