პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 18,7%. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა.
მე ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45% -იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7%-იანი მაჩვენებელი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%, 6 თვეში ჩვენ ეკონომიკის ასეთი უპრეცედენტო ზრდა გვქონდა.