კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 655 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.01%-ია

iStock [illustration]

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 661 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.68%. 

1655 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 30 943 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 082 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 214, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 ადამიანი. 

2 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში  423 843 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 386 998 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა – 5 876. 

კომენტარები