დაკარგული ტურისტი

შსს ადასტურებს, რომ მთაწმინდაზე ცხედარი იპოვეს, თვითმხილველთა ცნობით – დაკარგული ტურისტის

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ცხედარი იპოვეს, თვითმხილველთა ინფორმაციით კი ის გაუჩინარებულ ავსტრალიელი ტურისტი, შანაე ბრუკია.

თბილისში ავსტრალიელი ტურისტი გუშინ, 30 ივლისს გაუჩინარდა. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.

როგორც მისი მეგობარი Facebook-ზე წერს, შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

კომენტარები