კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Pfizer-ის 162 630 დოზა შემოვიდა

ფოტო: BBC.COM

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის 162 630 დოზა შემოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"დღეს საქართველოში ფაიზერის 162 630 დოზა შემოვიდა, რომელიც სამინისტრომ კომპანიისგან პირდაპირი მოლაპარაკების წესით შეიძინა. საქართველოში ამ გზით, საერთო ჯამში, ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. ამ ეტაპისთვის უკვე შემოსულია 218 790 დოზა". - წერია განცხადებაში.  

შეთანხმებით გათვალისწინებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია, 28 000 დოზა, საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა. ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

ამასთან ერთად, ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვიდა.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. 

კომენტარები